ახალი ვეტერინარული კლინიკა - აიბო
დაგვიკავშირდით: +995 032 2 91 12 53
ჩვენს შესახებ
ჩვენი კლინიკის ისტორია პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს 2002 წლიდან ითვლის, როცა თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ერთ პატარა ფლიგელში ფუნქციონირებდა ალექსანდრე ქანაშვილის ვეტერინარული კლინიკა. იმ წლებიდანვე ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა, სადაც ყველაფერი იქნებოდა გათვალისწინებული ცხოველების და მათი მფლობელების კომფორტისთვის.
შემდეგ იყო 2015 წლის ივნისის საბედისწერო სტიქია, რის შედეგადაც ჩვენი კლინიკა სრულიად განადგურდა.
დღესდღეობით მიზანი მიღწეულია: ახალი ვეტერინარული კლინიკა წარმოდგენილია სრულიად განახლებული სახით.
აქ დაგხვდებათ მაღალკვალიფიციური სერტიფიცირებული სპეციალისტები, რომლებიც რეგულარულად იმაღლებენ კვალიფიკაციას, თანამედროვე, მუდმივად განახლებადი ლიცენზირებული ვეტერინარული აპარატურული ბაზა, ხარისხიანი სერვისი და ჩვენი ოთხფეხა მეგობრების უზომო სიყვარული...
ამასთან ერთად, მიღწეულით არ ვკმაყოფილდებით და არ ვაპირებთ ამაზე გაჩერებას... ჩვენს გეგმებში შედის კლინიკის გაფართოება, ტექნიკური ბაზის რეგულარული განახლება,, დიაგნოსტიკის და მკურნალობის ახალი მეთოდების შესწავლა და დანერგვა, ცოდნის სრულყოფა.
ჩვენი სერვისები

თერაპია
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი თერაპიული სერვისები: კონსულტაცია, ვაქცინაცია (იმუნიზაცია)

რენტგენი
რენტგენოგრაფია - ვიზუალური დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ზუსტი და არაინვაზიური მეთოდია. ცხოველის სხეულში გამავალი რენტგენის სხივები

ექოსკოპია
ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება შინაგანი ორგანოების ფორმის და აგებულების, ასევე ფუნქციის შესაფასებლად.

ლაბორატორია
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ჩაუტაროთ ლაბორატორიული მომსახურების
სრული სპექტრი

ქირურგია
ვეტერინარული ქირურგია: გეგმიური და გადაუდებელი აბდომინალური ქირურგია

გრუმინგი
ძაღლების და კატების სალონი გთავაზობთ მომსახურების დიდ არჩევანს: ძაღლების შეჭრა, დაბანა-გაშრობა, დავარცხნა.

მაღაზია
ჩვენი ასორტიმენტი:
ძაღლების, კატების, ჩიტების და მღრღნელების საკვები, სპეციალური ვიტამინიზირებული საკვები დანამატები....

კლუბი
ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა კლუბი "აიბო" გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
ჯიშიანი ძაღლების რეგისტრაცია....
ჩვენი გუნდი
>> <
  • ალექსანდრე ქანაშვილი
    მთავარი ექიმი-ვეტერინარი
    კლინიკის მთავარი ექიმი-ვეტერინარი, ქირურგი, ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი რამდენიმე სამეცნიერო ნაშრომის ავტორი, ვეტერინარული საქმიანობის 23 წლიანი გამოცდილებით
    დავით ალავიძე
    ექიმი ვეტერინარი
    თერაპევტი-დერმატოლოგი, ვეტერინარული საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
    ნინო გაბეჩავა
    ექიმი-რადიოლოგი
    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ექიმი-რადიოლოგი, ვიზუალური დიაგნოსტიკის დარგში მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
    ეკატერინე ღვალაძე
    ექიმი-ლაბორანტი
    ჯანდაცვის სამინისტროს მიერ სერტიფიცირებული ფართო პროფილის ექიმი-ლაბორანტი, ვეტერინარიის აკადემიური დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
  • ლუბოვ ტიუხი
    ექიმი-ვეტერინარი-ოფთალმოლოგი
    საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილებით.
    გოგა ქანაშვილი
    ვეტერინარი-ორდინატორი
    აგრარული უნივერსიტეტის ვეტერინარიის ფაკულტეტის სტუდენტი.
    გია ზაქარაია
    გრუმერი
    მუშაობის 20-წლიანი გამოცდილებით.
    ნინო კერესელიძე
    ვეტერინარი-ორდინატორი
  • იანა სახიაშვილი
    კლინიკის დირექტორი
ფოტო გალერეა
დაგვიკავშირდით
ცინცაძის N45 (საბურთალოს ქუჩა)
თბილისი 0160, საქართველო.
ტელ: 032 2 91 12 53
მობ: +995 577 42 59 36
ელ.ფოსტა: info@aibo.ge
სამუშაო საათები 10:00AM - 7:00PM
All Rights Reserved © 2016 AIBO.ge
ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ჩაუტაროთ ლაბორატორიული მომსახურების სრული სპექტრი:

• სისხლის საერთო ანალიზი (სისხლის ნაცხის მორფოლოგიური კვლევა)
• სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა: ლიპიდური, ნაღვლის პიგმენტური, ცილოვანი, ნახშირწყლოვანი ცვლის შესწავლა
• პანკრეასის ფუნქციის შესწავლა
• ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური სინჯები
• ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლები.
• იმუნოფერმენტული გამოკვლევები (ფარისებრი და სასქესო ჰორმონების კვლევა)
• სისხლის პარაზიტების შესწავლა (სისხლის ნაცხის მორფოლოგიური გამოკვლევა):
• ლეიშმანიოზი
• პიროპლაზმოზი
• მიკროფილარიოზი
• ერლიხიოზი
• ასციტური, პლევრალური და სასახსრე სითხის გამოკვლევა.
• სპერმოგრამა
• ჰემოსტაზის სისტემის გამოკვლევა (პირველადი და მეორადი ჰემოსტაზი)
• შარდის და ფეკალის ფიზიკური, ქიმიური და მიკროსკოპული გამოკვლევა.
• საშოს, თვალის, ყურის ნაცხის ციტოლოგია.
• რევმატიული სინჯები

ძაღლების და კატების სალონი გთავაზობთ მომსახურების დიდ არჩევანს:

• ძაღლების შეჭრა, დაბანა-გაშრობა, დავარცხნა.
• კატების დავარცხნა-დაბანა,
• დამუშავება ეგზოპარაზიტებზე,
• მოდელური, ჰიგიენური და საგამოფენო ვარცხნილობები,
• თრიმინგი,
• ფრჩხილების დაჭრა, ყურების და თვალების გაწმენდა
• პერიანალური მიდამოს დამუშავება.

ჩვენი კლინიკის გრუმერი თავისი საქმის ნამდვილი პროფესიონალია: მას შეუძლია ნებისმიერ ცხოველთან ურთიერთობა - თითოეული მათგანი ხომ ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს

ულტრაბგერითი გამოკვლევა გამოიყენება შინაგანი ორგანოების ფორმის და აგებულების, ასევე ფუნქციის შესაფასებლად. მისი მეშვეობით შესაძლებელია კენჭების, სიმსივნეების, სითხოვანი წარმონაქმნების (კისტა, აბსცესი, ჰემატომა) აღმოჩენა პაციენტის ორგანიზმში, ანთებითი და მოცულობითი პროცესების პროცესების დადასტურება ან გამორიცხვა.
ულტრაბგერითი კვლევა გვაძლევს საშუალებას, შევაფასოთ დაზიანების ხარისხი და მოცულობა, ასევე განვსაზღვროთ დაავადების პროგნოზი, მკურნალობის მეთოდები და შესაძლებლობები.

მას რამდენიმე უპირატესობა გააჩნია:
• ექიმს შეუძლია შინაგანი ორგანოების დათვალიერება ცხოველისთვის ზიანის მიუყენებლად.
• სწრაფი, უსაფრთხო და შედარებით იაფი კვლევის თვალსაჩინო მეთოდია.
• არ საჭიროებს კვლევისთვის ცხოველის განსაკუთრებულ მომზადებას.
• გამოკვლევა მიმდინარეობს რეალურ დროის რეჟიმში.
• ექიმს აქვს საშუალება დააკვირდეს პაციენტის გულის შეკუმშვას, ნაწლავის პერისტალტიკას, ორსულობის დროს ნაყოფის მოძრაობას და გულისცემას.

თერაპია ბერძნული სიტყვაა და ქართულად მკურნალობას ნიშნავს. ეს მედიცინის დარგია, რომელიც შეისწავლის შინაგან სნეულებებს და მათ მკურნალობას კონსერვატიული (არაქირურგიული) მეთოდებით.

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ შემდეგი თერაპიული სერვისები:
• კონსულტაცია
• ვაქცინაცია (იმუნიზაცია)
• ჩიპირება და / ან რეგისტრაცია
• დამუშავება შინაგან და გარეგან პარაზიტებზე
• დერმატოლოგია
• სტომატოლოგია
• ინტრავენური ინფუზია
• მედიკამენტოზური მკურნალობა
• კათეტერიზაცია
• ლაპარო / თორაკოცენტეზი

ყველამ კარგად იცის, რომ ნებისმიერი დაავადების პროფილაქტიკა უფრო იოლია, ვიდრე მკურნალობა. რეგულარული პროფილაქტიკური შემოწმება და დიაგნოსტიკური ღონისძიებები ხშირ შემთხვევაში გვაძლევს საშუალებას, რომ დაავადება გამოვავლინოთ ადრეულ სტადიაზე, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ცხოველის სიცოცხლის ხანგრძლივობას და ხარისხს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ასაკში მყოფი ცხოველებისთვის. სამწუხაროდ, მრავალი ქრონიკული და სიცოცხლისთვის საშიში დაავადება ვითარდება ხანგრძლივი დროის განმავლობაში რაიმე კლინიკური გამოვლინების გარეშე.

რენტგენოგრაფია - ვიზუალური დიაგნოსტიკის ერთ-ერთი ზუსტი და არაინვაზიური მეთოდია. ცხოველის სხეულში გამავალი რენტგენის სხივები გვაძლევს ორგანოებისა და ქსოვილების მაღალხარისხოვან გამოსახულებას კასეტაზე.
აღნიშნული მეთოდი შეუცვლელია ძვლების მოტეხილობების, ამოვარდნილობების, სახსრების და ხერხემლის დაზიანებების, საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის სხვა პათოლოგიების (დისპლაზია, ოსტეოართროზი, სიმსივნეები) დროს, ფილტვების და გულმკერდის ღრუს სხვა ორგანოების (ტრაქეა, ბრონქები) დაავადებების შემთხვევაში. ამ მეთოდით ხდება ასევე კუჭის მწვავე გაგანიერების და შემოგრეხვის დიფერენცირება. გულის დაავადებების შემთხვევაში - გამოსახულებაზე არსებული გულის და მსხვილი სისხლძარღვების სილუეტისა და ფორმის მიხედვით შესაძლებელია ვიმსჯელოთ არსებულ დაზიანებებზე.
ჩვენს კლინიკაში რენტგენოლოგიური კვლევისთვის გამოიყენება კომპიუტერული რადიოგრაფიის ვეტერინარული სისტემა FireCR, 3DISC, რაც გვაძლევს საშუალებას მივიღოთ მაქსიმალურად მკაფიო და ზუსტი გამოსახულება.

ვეტერინარული ქირურგია:
• გეგმიური და გადაუდებელი აბდომინალური ქირურგია
• ორთოპედიული ქირურგია
• პლასტიკური ქირურგია
• ჭრილობის პირველადი დამუშავება
• ჩირქოვანი ჭრილობის დრენირება-დამუშავება
• ქირურგიული ინფექციის მკურნალობა

კლინიკაში ფუნქციონირებს განცალკევებული ჩირქოვანი და სტერილური ქირურგიული ბლოკები, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით: კარდიომონიტორი და პულსოქსიმეტრი ოპერაციის მიმდინარეობის დროს აკონტროლებს პაციენტის გულის მუშაობას, სუნთქვის სიხშირეს და ჟანგბადის შემცველობას სისხლში. ასევე ელექტროკოაგულატორი, ჟანგბადის კონცენტრატორი და სხვა აუცილებელი მოწყობილობები.

ზოომაღაზიაა:
ჩვენი ასორტიმენტი:
• ძაღლების, კატების, ჩიტების და მღრღნელების საკვები
• სპეციალური ვიტამინიზირებული საკვები დანამატები
• სპეციალური სამკურნალო და დიეტური კვება სხვადასხვა დაავადების დროს
• კანის და ბეწვის მოსავლელი კოსმეტიკური და ჰიგიენური საშუალებები
• ეგზო და ენდოპარაზიტებისგან დაცვის საშუალებები
• პირის ღრუს მოვლის საშუალებები
• ყურის და თვალის მოვლის საშუალებები
• გადასაყვანი ჩანთები, გალიები, საწოლები
• ცხოველების ტანსაცმელი, აქსესუარები
• საბმელების და საყელურების დიდი არჩევანი
ჯიშიანი ძაღლების მოყვარულთა კლუბი "აიბო" გთავაზობთ შემდეგ სერვისებს:
• ჯიშიანი ძაღლების რეგისტრაცია
• ნამატების გაფორმება-რეგისტრაცია
• ნორმატიული დოკუმენტაციის გაცემა
• ჯიშიანი ლეკვების შეძენაში დახმარება
• შესაჯვარებლად ძუს (ხვადის) შერჩევა
• ძაღლების შეჯვარებაში კინოლოგის დახმარება
• ჯიშიანი ძაღლების გამოფენების ორგანიზება
• კინოლოგიური კურსების ჩატარება (გაწვრთნა)
• ცხოველების სასტუმრო