032 2 911 253
სულხან ცინცაძის N45
ჩვენ შესახებ
ზრუნვა
პასუხისმგებლობა
პროფესიონალიზმი
ისტორია
ვეტერინარული კლინიკა აიბო პირველ დამოუკიდებელ ნაბიჯებს 2002 წლიდან ითვლის, როდესაც თბილისის ზოოპარკის ტერიტორიაზე ერთ პატარა ფლიგელში ფუნქციონირებდა მეცნიერებათა დოქტორის ალექსანდრე ქანაშვილის ვეტერინარული კლინიკა. იმ წლებიდანვე ჩვენი ამოცანა იყო შეგვექმნა ევროპული სტანდარტებით აღჭურვილი ვეტერინარული კლინიკა, სადაც ყველაფერი იქნებოდა გათვალისწინებული ცხოველებისა და მათი მფლობელების კომფორტისთვის.
2015 წლის ივნისში მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად ჩვენი კლინიკა სრულიად განადგურდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ არ დავნებდით და ყველაფერი თავიდან დავიწყეთ იმისათვის, რომ ჩვენი პაციენტების ჯანმრთელობაზე ზრუნვა არ შეგვეჩერებინა. დღესდღეობით, შეგვიძლია ვიამაყოთ მიღწეული შედეგით, რაც მაღალკვალიფიცური სპეციალისტებითა და უახლესი აპარატურით დაკომპლექტებულ თანამედროვე და ევროპულ სტანდარტებზე აგებულ ვეტერინარულ კლინიკას ნიშნავს.
ვეტერინარულ კლინიკა აიბოში პაციენტებს შესაძლებლობა აქვთ ერთ სივრცეში მიიღონ სრული ვეტერინარული მომსახურება. 22 წლიანი გამოცდილების ფარგლებში, ჩატარებული გვაქვს 35,000 წარმატებული ოპერაცია და გადარჩენილი გვაქვს 180,000-ზე მეტი სიცოცხლე.
ცხოველების, საკუთარი საქმის და გუნდის მიმართ სიყვარული მთავარი მოტივაციაა, რომლითაც ნებისმიერ გამოწვევას ვუმკლავდებით. კლინიკის განვითარებასთან ერთად, ვრჩებით ჩვენი მისიის ერთგულნი - შევთავაზოთ და განვახორციელოთ უმაღლესი ხარისხის ვეტერინარული მომსახურება.