top of page

ლაბორატორია

ერთადერთი ვეტერინარული კლინიკა ESFEQA-ს გარე ხარისხის კონტროლის სერტიფიკატით საქართველოში

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ თქვენს ოთხფეხა მეგობრებს ჩაუტაროთ ლაბორატორიული გამოკვლევების სრული სპექტრი. ეს საშუალებას გვაძლევს დავსვათ დიაგნოზი უფრო სწრაფად და ეფექტურად. ვიყენებთ უმაღლესი ხარისხის რეაგენტებსა და დანადგარებს და გვყავს უმაღლესი დონის სპეციალისტები.

My project-8_edited.png

ლაბორატორიული კვლევები

ჩვენს კლინიკაში შეგიძლიათ მიიღოთ ლაბორატორიული მომსახურების სრული სპექტრი:

სისხლის საერთო ანალიზი (სისხლის ნაცხის მორფოლოგიური კვლევა)

სისხლის ბიოქიმიური გამოკვლევა: ლიპიდური, ნაღვლის პიგმენტური, ცილოვანი, ნახშირწყლოვანი ცვლის შესწავლა

პანკრეასის ფუნქციის შესწავლა

ღვიძლის და თირკმლის ფუნქციური სინჯები

ელექტროლიტური ბალანსის მაჩვენებლები

იმუნოფერმენტული გამოკვლევები (ფარისებრი და სასქესო ჰორმონების კვლევა)

სისხლის პარაზიტების შესწავლა (სისხლის ნაცხის მორფოლოგიური გამოკვლევა):

ლეიშმანიოზი, პიროპლაზმოზი, მიკროფილარიოზი, ერლიხიოზი

ასციტური, პლევრალური და სასახსრე სითხის გამოკვლევა

სპერმოგრამა

ჰემოსტაზის სისტემის გამოკვლევა (პირველადი და მეორადი ჰემოსტაზი)

შარდის და ფეკალის ფიზიკური, ქიმიური და მიკროსკოპული გამოკვლევა

საშოს, თვალის, ყურის ნაცხის ციტოლოგია

რევმატიული სინჯები

ონკოციტოლოგია (კანის და რბილი ქსოვილების ლიმფური კვანძების და სარძევე ჯირკვლის ციტოლოგიური კვლევა)

bottom of page